პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა » Footballnews პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა
გათიშვა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა
43 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ხვიჩა კვარაცხელია 2025/2026 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. 

გამოკითხვას „სარბიელი“ ატარებს, პსჟ-ისა და „ჯვაროსნების“ ლიდერი კი 26-ე გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.

„სარბიელის“ ცნობაში მითითებულია, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტებისთვის დაგზავნილ 72-ივე ანკეტაში პირველ ნომრად ხვიჩა კვარაცხელია ეწერა – მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში მეოთხედ გაიმარჯვა, ის ამ მაჩვენებლით კახა კალაძეს გაუთანაბრდა და უკან ჩამოიტოვა სამგზის ლაურეატი შოთა არველაძე. სეზონის ნომინანტთა შორის სულ რვა ფეხბურთელი დასახელდა და ყველა მათგანი ლეგიონერი იყო.

რაც შეეხება ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს, ავსტრიული „შტურმის“ მოთამაშე გიზო მამაგეიშვილსა და ნიდერლანდური „ექსელსიორის“ წევრ ირაკლი ეგოიანს შორის კონკურენციაში, გადამწყვეტი მხოლოდ ერთი ხმა გამოდგა: 30:29 – გამარჯვება მამაგეიშვილს დარჩა.


გირჩევთ