ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
1 საათის და 34 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების რიგები დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარო განცხადება გააკეთა.

"მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. 

"ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. 

"ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. 

"წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით", - წერს ხვიჩა.

გირჩევთ