გათიშვა

რამაზ სვანაძე: "საქართველოს ნაკრები რჩება შეკრებაზე და..."

რამაზ სვანაძე: "საქართველოს ნაკრები რჩება შეკრებაზე და..."
1 წლის და 5 თვის წინ
ირაკლი ხასაია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე გამართული მატჩი "ჯვაროსნებმა" ისრაელის ეროვნულ გუნდთან, პენალტების სერიაში დათმეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"წიტაიშვილის შეცვლა? ის ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ძალიან ხარისხიანი. უბრალოდ, პირველი ტურიდან მოყოლებული იყო ეს პრობლემა, რომ გიორგი უთამაშებლობის გამო არ იყო საჭირო ფიზიკურ კონდიციებში. დარწმუნებული ვარ, ის მალე იპოვის ისეთ კლუბს, რომელშიც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ნებისმიერი მისი შეცვლა დაკავშირებული იყო ფიზიკურ პრობლემებთან.

დღევანდელი მატჩი? საუბარი მიმძიმს, არ მინდა რომ დეტალებში შევიდე. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ესეც თამაშის ნაწილია. მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები, რომლებიც ახლა თვალცრემლიანები არიან გასახდელში, უფრო მეტს იმსახურებდნენ. ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი, აბსოლუტურად განსხვავებული თაობაა მენტალურად.

მათი პროფესიონალიზმი მიტოვებს იმედს და ამის იმედი თქვენც უნდა გქონდეთ. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ზეიმი და გამოწვევა ჩვენთვის. მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავით. ფეხბურთელებს მადლობა უკვე გადავუხადე.

ოლიმპიადაზე მოსახვედრად გვაქვს მცირე შანსი. დამოკიდებული ვართ ხვალინდელ თამაშზე და იმედი მაქვს, რომ ამ ოცნების ასახდენად კიდევ ერთი შანსი მოგვეცემა. ბოლომდე ვართ მობილიზებული, გუნდი რჩება შეკრებაზე და ველოდებით ხვალინდელ დღეს," - ციტირებს Europop სვანაძეს.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებები მეოთხედფინალურ მატჩებს მოიგებენ, ქართველებს ზაფხულის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ დარჩებათ.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ