"ქართველებმა ამ უღირსი ქმედების გამო მოგვიბოდიშეს" - ჟალგირისის პრეზიდენტის განცხადება "ქართველებმა ამ უღირსი ქმედების გამო მოგვიბოდიშეს" - ჟალგირისის პრეზიდენტის განცხადება » Footballnews "ქართველებმა ამ უღირსი ქმედების გამო მოგვიბოდიშეს" - ჟალგირისის პრეზიდენტის განცხადება
გათიშვა

"ქართველებმა ამ უღირსი ქმედების გამო მოგვიბოდიშეს" - ჟალგირისის პრეზიდენტის განცხადება

"ქართველებმა ამ უღირსი ქმედების გამო მოგვიბოდიშეს" - ჟალგირისის პრეზიდენტის განცხადება
7 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ჟალგირისისა და დინამო თბილისის იმ (ჩვენთვის) კატასტროფული თამაშის შემდეგ, ლიეტუველთა გუნდის პრეზინდეტმა განცხადება გამოაქვეყნა.

მან ქართული გუნდიდან პირველი გოლის ავტორის ლეო სანტოსის მხრიდან გოლის აღნიშვნის ეპიზოდს ამაზრზენი უწოდა და დაწერა, რომ ამის გამო "დინამოს" ლიდერებმა ბოდიში მოიხადეს. 

"გჯეროდეს" - ეს არის წარწერა, რომელიც ცნობილი სერიალის "ტედ ლასოს" გასახდელში ეკიდა. სერიალი გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შენი გუნდის რწმენაზე.

მაგრამ ეს ტელევიზიაა. ლამაზი, გულუბრყვილო ტელევიზია, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ რაღაც წარმოუდგენლად კარგი შეიძლება მოხდეს, თუ გჯერა. თუ იმედს არ დაკარგავ მაშინაც კი, როცა ამის ალბათობა დაახლოებით, 9%-ია. 

სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. განსაკუთრებით ლიეტუვურ ფეხბურთში, რომლის საზოგადოებაც მტკივნეულ დამარცხებებს მიჩვეულია. ფეხბურთში მოსვლიდან იმედი შემოვიტანე და ამის მიცემა სხვებისთვისაც მსურდა. 

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კარგად არ მიდის. მაშინ, როდესაც, ჩვენმა ახალგაზრდა მეკარემ შეცდომა დაუშვა და დასცინიან. ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს, არაფერია იმედზე მნიშვნელოვანი.

თბილისში მატჩის შემდეგ, მაშინვე პირადად მივწერე გუნდის თითქმის ყველა მოთამაშეს, რომ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე იმ საღამოს ჩანდნენ, რადგან არ დაეკარგათ საკუთარი თავის რწმენა, რომ ჯერ არაფერი იყო დაკარგული და კლუბი მათ გვერდით იდგა. მათი პასუხებიდან მივხვდი, რომ აქ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.

გუშინ დილით ლიეპკალნისში მომხდარ სასწაულსა და აუცილებელ ქარიშხლის შეტევაზე დავწერე. რა თქმა უნდა, დამცინეს. დაე, ასე იყოს.

ეს არ ყოფილა უბრალო ქარიშხალი, ეს იყო ერთად ქარიშხლიც, ტაიფუნიც და ტორნადოც, რომელმაც პირწმინდად წალეკა "დინამო", უღირსად მომქცევი სანტოსი (რომლის გამოც, სხვათა შორის, შესვენებაზე ქართველების ლიდერებმა იქვე მოიხადეს ბოდიში) და მათი მომავალი ვარსკვლავები, და ყველა ერთად შორ გზაზე გაისტუმრა შინისაკენ. 

"ჟალგირისის" ყველა მოთამაშე მოედანზე გავიდა იქ ყველაფერი გაიღო. მათ ვალში არც სტადიონი დარჩათ. ქართული პრესა დღემდე ვერ ხვდება, როგორ არის შესაძლებელი 0:3 წაგების შემდეგ სტადიონის შევსება.

შესაძლოა, გუშინ ბევრი "ჟალგირისის" პატივისცემითა და სიყვარულით მოვიდა და იმიტომ, რომ ევროპული გზის ღირსეულად დასრულება სურდათ, მაგრამ ეს იმედი სადღაც მაინც იყო. მის გარეშე გზა არ არსებობს.

მჯერა გუნდის. მე მჯერა ვილნიუსის "ჟალგირისის" გულშემატკივრებისა და საზოგადოების. გული მიჩუყდება, რომ ვხედავ როგორც ოჯახებს, ასევე იმ ძველ 90-იანი წლების "ჟალგირისის" გულშემატკივრებს, რომლებიც ამაყად ბრუნდებიან სტადიონზე.

მჯერა, რომ დღეს ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც შეუყვარდათ ფეხბურთი. მათი ფეხბურთი. ჩვენი ფეხბურთი. ყველას მოგესალმებით. ბავშვები, რომლებსაც სურთ მომავალში შეშპლაუკისის, შარკაუსკასის ან გოლუბიცკასის მსგავსი იყვნენ, "ჟალგირისის" აკადემიაში შეიკრიბებიან და მშობლებს სტადიონზე წაიყვანენ.

ლიეტუვაში ფეხბურთი წარმოუდგენელ გარღვევას განიცდის. ახლა ისეთი შანსია, როგორიც დამოუკიდებლობის დროს არ გვქონია. მოედანზე ჩვენ შეურიგებელ მეტოქედ დავრჩებით, მოედნის გარეთ კი ერთად ვმუშაობთ ფეხბურთისთვის.

სტატისტიკოსები "ჰაიდუკთან" მხოლოდ 16%-იან შანსს გვაძლევენ, რაც ღიმილს მგვრის. თუ გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვიგრძნობთ ზეწოლას, რომ არაფერი გვაქვს დასაკარგი და რომ იმედი გვაქვს", - დაწერა ტაპინასმა. 


FACEBOOK კომენტარები