ოქტომბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრებისთის, ტრადიციულად, მძიმე გამოდგა.
ჩვენი გუნდი ესპანეთთან უსახური მარცხის შემდეგ, თურქეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხა.
თეიორიული შანსი არსებობს, თუმცა რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოცნება დასრულდა...
ერთა ლიგაზეც კარგი დასაწყისის მიუხედავად, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ჩავაგდეთ ორი ციკლი.
როგორც ყველა მარცხის, რა თქმა უნდა, ახლაც ისმის შეკითხვა - ვისი ბრალია?
ხალხი ვილი სანიოლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად ალაპარაკდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს.
ვილის, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, თუმცა უნდა ვისაუბროთ განვითარებაზეც, რაც, როგორც თავად ამბობს, მისი აქ ყოფნის მთავარი მიზანია.
სანიოლის ხელში ნაკრებს ახალ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა უჭირს. ძლიერ გუნდებთან უშანსოდ ვმარცხდებით.
უკვე რაღაც ახლის დროა. ვილი თავადაც გაიზარდა, როგორც მწვრთნელი, ჩვენი გუნდის გაზრდაზე კი საუბარი ზედმეტია.
ყველაზე კარგი ვარიანტი ამ ციკლის დასრულება და სანიოლთან ნოემბერში გამომშვიდობება იქნება. 2026 წლიდან კი ახალ მწვრთნელთან ერთად ახალ მიზნებზე მუშაობის დაწყება გვჭირდება.
მადლობა ვილი სანიოლს ყველაფრისთვის, მან საქართველოს ნაკრების გუნდად ქცევაში მართლაც ლომის წვლილი შეიტანა.
თამამად უნდა ითქვას, რომ ის ჯვაროსნების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.
ასევე ის დაჯილდოვებულია თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით.
მოკლედ ვილი საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ კარგი სახელით ეწერება და სანამ გვიან არ არის, სჯობს, ჩვენი გზები გაიყოს.
კიდევ ერთხელ მადლობა ვილი სანიოლს ყველაფრისთვის, მაგრამ დროა...
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ