კალენდარი ცნობილია! - რას და რომელ დღეს გეგმავს ლუის ენრიკე პსჟ-ში კალენდარი ცნობილია! - რას და რომელ დღეს გეგმავს ლუის ენრიკე პსჟ-ში » Footballnews კალენდარი ცნობილია! - რას და რომელ დღეს გეგმავს ლუის ენრიკე პსჟ-ში
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

კალენდარი ცნობილია! - რას და რომელ დღეს გეგმავს ლუის ენრიკე პსჟ-ში

კალენდარი ცნობილია! - რას და რომელ დღეს გეგმავს ლუის ენრიკე პსჟ-ში
1 დღის და 10 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე არც შეკრებას და არც ამხანაგურ მატჩს არ გეგმავს.

პარიზული გრანდის განრიგი ასე გამოიყურება:

13 მაისი — ლანსი vs პსჟ

17 მაისი — პარიზი vs პსჟ

30 მაისი — პსჟ vs არსენალი (ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

კლუბში მიაჩნიათ, რომ მათი თანამედროვე საწვრთნელი ბაზა იდეალურ პირობებს უზრუნველყოფს და ფეხბურთელებს დამატებითი მოგზაურობა არ სჭირდებათ.

გასული სეზონის მსგავსად, ლუის ენრიკე შესაძლოა ამჯერადაც დაეხმაროს ფეხბურთელებს ფიზიკური და მენტალური ენერგიის აღდგენაში. წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა შარშან ფინალში გასვლის შემდეგ გუნდს სამი დღე დასვენება მისცა, ხოლო რამდენიმე ლიდერს — მთელი კვირა.

მიმდინარე სეზონში კი არ არის გამორიცხული, რომ პარიზული დერბის შემდეგ ფეხბურთელებმა კვლავ 2-3 დღიანი დასვენება მიიღონ.

პსჟ-ში დარწმუნებულები არიან, რომ ფინალამდე მთავარი ფაქტორი ფეხბურთელების სისწრაფისა და ენერგიის შენარჩუნება იქნება.

FACEBOOK კომენტარები