"ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტები ჩვენ არ ვართ" - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე "ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტები ჩვენ არ ვართ" - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე » Footballnews "ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტები ჩვენ არ ვართ" - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე
გათიშვა

"ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტები ჩვენ არ ვართ" - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე

"ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტები ჩვენ არ ვართ" - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე
3 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გადაცემა "ტაიმაუტში" საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, უფრო იოლ ჯგუფშიც შეიძლებოდა მოვხედრილიყავით. უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია ჩვენი გუნდისთვის იოლი მეტოქეები არ იქნებიან. მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, რათა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ეს ადვილი არ იქნება, რადგან უნგრეთი და უკრაინა ძლიერი ნაკრებებია. პირადად მე ჯგუფის ფავორიტად უნგრეთი მიმაჩნია, რომელიც, ბოლო ექვსი წელია, სერიოზულად გაძლიერდა. ორივე გუნდი დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპის ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ კი გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2024 ძალიან სერიოზულ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ახალ გუნდებში არ თამაშობენ, მაგალითად, მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ორივეს თამაშის საშუალება მიეცემა, რადგან ეს სანაკრებო მატჩებისთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა ქეცბაიამ.

FACEBOOK კომენტარები