მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
26 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმსაპინძლებს.
29 მარტს კი ჯვაროსნები ლიეტუვას ესტუმრებიან.
სანაკრებო შეკრება დღეს, 23 მარტს, დაიწყება.
მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გურამ კაშიამ დაანონსა, რომ ის ივნისში საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩს ჩაატარებს.
ლოგიკურია, ამ განცხადებას მოჰყვა კითხვა ვილისთან, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი:
"ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი კაშოს წასვლის შემდეგ? დღეს ამას ვერ ვიტყვი, რადგან გურამს ვცემ პატივს. გასაჯაროვებამდე ჩვენ ყველანი ერთად ვისაუბრებთ და ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენჯერმე კაშოს არ ყოფნის პერიოდში გუნდს მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია წაუძღვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ