რა მოხდა ბოლოს, როცა საქართველო ისრაელს ეთამაშა რა მოხდა ბოლოს, როცა საქართველო ისრაელს ეთამაშა » Footballnews რა მოხდა ბოლოს, როცა საქართველო ისრაელს ეთამაშა
გათიშვა

რა მოხდა ბოლოს, როცა საქართველო ისრაელს ეთამაშა

რა მოხდა ბოლოს, როცა საქართველო ისრაელს ეთამაშა
1 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩს გამართავს.

ჩვენი გუნდი ამხანაგური შეხვედრის ეგიდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს ერთამენთს შორის სულ 6-ჯერ აქვთ ნათამაშები.

აქედან 3 ისრაელმა მოიგო, 1 საქართველომ, 2 კი ფრედ დასრულდა.

ბოლოს, როცა ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ ჯვაროსნები ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2011 წლის 29 მარტს საქართველო თელ-ავივს ესტუმრა.

მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორი ტალ ბენ ჰაიმი იყო, რომელმაც ნუკრი რევიშვილის კარი 59-ე წუთზე აიღო.

გთავაზობთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობას:

რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, დაუშვილი, კანკავა, კობიაშვილი, მარცვალაძე, იაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები