"ჩვენ ჯამბაზებივით ვთამაშობთ, შეხედეთ თუნდაც საქართველოს" - კასანოს კრიტიკა იტალიას "ჩვენ ჯამბაზებივით ვთამაშობთ, შეხედეთ თუნდაც საქართველოს" - კასანოს კრიტიკა იტალიას » Footballnews "ჩვენ ჯამბაზებივით ვთამაშობთ, შეხედეთ თუნდაც საქართველოს" - კასანოს კრიტიკა იტალიას
გათიშვა

"ჩვენ ჯამბაზებივით ვთამაშობთ, შეხედეთ თუნდაც საქართველოს" - კასანოს კრიტიკა იტალიას

"ჩვენ ჯამბაზებივით ვთამაშობთ, შეხედეთ თუნდაც საქართველოს" - კასანოს კრიტიკა იტალიას
6 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა.

ამ ფაქტს სკუადრა აძურას ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო დიდი კრიტიკით ეხმაურება:

"ჩვენ ისეთი ძალა გვაქვს, როგორიც საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს. მათ ჰქონდათ გამბედაობა, რომ შეცვლილიყვნენ. ახლა საფრანგეთს ხუთი გუნდი ჰყავს, რომლებიც მზად არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ და მოსაგებად. გერმანიაში კი ძლიერი მოთამაშეები ყოველ ათ წამში ჩნდებიან, სოკოებივით. ავიღოთ შედარებით ნაკლებად ძლიერი ნაკრებები - ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია - ისინი წინ მიდიან, რადგან აქვთ გრძელვადიანი ხედვა და არ ებღაუჭებიან სკამებს, არ უნდათ უბრალოდ კომფორტულ გარემოში დარჩენა! დავიწყოთ ქვემოდან, კომპეტენტური ხალხით, ვისაც უყვარს ფეხბურთი და უყვარს ახალგაზრდები. ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, სადაც ჩვენი საყვარელი სპორტი, ფეხბურთი - ახალგაზრდებისთვის იქნება და არა 70, 80, 90 წლის ადამიანებისთვის.

წლებია სისულელეებს ვაკეთებთ, საშინლად ვთამაშობთ, უკვე 15 წელია ყველა დაგვცინის და ჯამბაზებივით გამოვდივართ. სამაგიეროდ, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ბელგია, შეხედეთ ბელგიის "ოქროს თაობას"... ბევრი ქვეყანა წინ მიდის. უფრო პატარა ქვეყნები ვახსენოთ: უზბეკეთს ხუსანოვი ჰყავს, რომელიც გვარდიოლას სიტიმ შეიძინა.

ნორვეგიაში ყოველ 15 წუთში ძლიერი მოთამაშეები ჩნდებიან, მოვიდნენ და შვიდი გოლი გაგვიტანეს. ან, ვთქვათ, საქართველო, რომელმაც ორი წლის წინ ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ამჟამად, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს [კვარაცხელია], რომელიც პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. ეს არის იდეები, განვითარება, კომპეტენტური ხალხი და არა ისეთი ადამიანები, როგორებიც ჩვენთან არიან.

გაათავისუფლეთ მნიშვნელოვანი ლიგებიდან არაკომპეტენტური ხალხი, რომლებიც მხოლოდ სკამს არიან ჩაჭიდებული და თავიდან დავიწყოთ, ახალგაზრდებით. ქვეყანა უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის და გამბედაობა უნდა გვქონდეს", - განაცხადა კასანომ.

FACEBOOK კომენტარები