ცნობილია - რა ეღირება საქართველოსა და უნგრეთის მატჩის ბილეთები ცნობილია - რა ეღირება საქართველოსა და უნგრეთის მატჩის ბილეთები » Footballnews ცნობილია - რა ეღირება საქართველოსა და უნგრეთის მატჩის ბილეთები
გათიშვა

ცნობილია - რა ეღირება საქართველოსა და უნგრეთის მატჩის ბილეთები

ცნობილია - რა ეღირება საქართველოსა და უნგრეთის მატჩის ბილეთები
2 საათის და 51 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას დინამო არენას ნაცვლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, biletebi.ge-ზე 12:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.

წყარო: Nakrebi.ge

გირჩევთ