ისევ ვერ ავცდებით - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროს შესარჩევზე ისევ ვერ ავცდებით - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროს შესარჩევზე » Footballnews ისევ ვერ ავცდებით - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროს შესარჩევზე
გათიშვა

ისევ ვერ ავცდებით - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროს შესარჩევზე

ისევ ვერ ავცდებით - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროს შესარჩევზე
21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

6 დეკემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ბელფასტი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას უმასპინძლებს. საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში (ICC) თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება ცერემონია, სადაც უეფას წევრი 54 ქვეყანა (რუსეთის გარდა) თავის მეტოქეებს შეიტყობს. მათ შორისაა საქართველოც.

ისტორიული კონტექსტი და მწარე სტატისტიკა

ეს საქართველოს ნაკრებისთვის კლასიკური გზით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მე-9 მცდელობა იქნება (მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საგზური ერთა ლიგის წყალობით ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ, წინა 8 შესარჩევი კი უშედეგოდ დასრულდა).

სტატისტიკა არამანუგეშებელია:

ერთადერთი გამონაკლისი ევრო 1996-ის სადებიუტო შესარჩევი იყო, როდესაც გუნდმა მატჩების 50% მოიგო (5 მოგება, 5 მარცხი) და ბურთების დადებითი ბალანსიც დააფიქსირა (14:13).

ამის შემდეგ, მსგავსი შედეგი აღარასდროს განმეორებულა.

რა ფორმატით ვითამაშებთ?

54 ნაკრები 12 ჯგუფში განაწილდება. პირდაპირ ევროს საგზურს (რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება) 12-ვე ჯგუფის გამარჯვებული და 8

საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. დარჩენილი 4 ადგილის ბედი კი 2028 წლის მარტის ჩახლართულ პლეი-ოფში გადაწყდება.

მოკლედ, ფორმულა მარტივია: უნდა მოიგო ჯგუფი ან გახდე "კარგი" მეორეადგილოსანი.

სად ვართ ახლა?

რამაზ სვანაძის გუნდმა უნგრეთთან შინ 0:2 მარცხით მორიგი მძიმე მატჩი ჩაატარა. ნაკრებმა ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვეღარ გაიტანა გოლი (ანტირეკორდი), ერთა ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილის თეორიული შანსიც კი დაკარგა და ცხადი გახდა, რომ წილისყრას მე-3 კალათიდან შევხვდებით.

ვინ გვეყოლება მეტოქედ?

რადგან 6 დეკემბრამდე ჯგუფების ზუსტი შემადგენლობა არ გვეცოდინება (ზოგი ჯგუფი 5-გუნდიანი იქნება, ზოგიც – 4-გუნდიანი), FMD-ს 50-ათასიანი სიმულაციით სავარაუდო მეტოქეთა შანსები უკვე გამოიკვეთა:

ვინ გამოირიცხა: უკრაინა (რადგან ჩვენთან ერთად მე-3 კალათშია), პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ისრაელი.

მინიმალური შანსი (1-1%): ისლანდია და შოტლანდია (ისლანდიის არიდება მასპინძლის სტატუსის გამო განსაკუთრებით კარგი იქნებოდა).

ყველაზე სავარაუდო მეტოქეები (FMD-ს სიმულაციით):

15% – კვიპროსი

14% – ესტონეთი, ესპანეთი

13% – ინგლისი

12% – უელსი, ბოსნია

11% – ფარერები

10% – სლოვენია, საფრანგეთი, ბელარუსი

კალათების მიხედვით:

I კალათა: ყველაზე რეალურია მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან შეხვედრა (14%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი – ხორვატია (6%).

II კალათა: ფвориტებში მასპინძელი უელსია (12%), ხოლო აუტსაიდერ-შანსი შვედეთს აქვს (5%).

IV კალათა: ყველაზე დიდია ალბათობა, რომ კვიპროსი გვერგოს (15%), მინიმალური კი ლუქსემბურგია (4%).

V კალათა: ყველა მეტოქის ალბათობა სიმულაციით მხოლოდ 3%-ია, რადგან კომპიუტერი პროგნოზირებს, რომ საქართველო 81%-იანი ალბათობით 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდება (მათ შორის ყველაზე დიდი შანსია F, E და D ჯგუფების). თუმცა, ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინასთან გამარჯვებამ შესაძლოა ეს ბალანსი მკვეთრად შეცვალოს.

ველოდებით ბელფასტს და ვიმედოვნებთ, რომ წილისყრა ჩვენთვის ამჯერად მაინც იქნება მოწყალე!

გირჩევთ