გათიშვა

კვარა მიუნხენის "ბაიერნში" - რას წერს გერმანული მედია

კვარა მიუნხენის "ბაიერნში" - რას წერს გერმანული მედია
1 წლის წინ
ირაკლი ხასაია

წელი თანდათან დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები უკვე იწყებენ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მომზადებას. 

გერმანულ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ბაზარზე აქტივობის დაგეგმვას შეუდგა მიუნხენის "ბაიერნიც". "რეკორდმაისტერთა" ამოცანა დაცვის ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა. გარდა ამისა, კლუბში სურთ ისეთი შუახაზელიც მოიყვანონ, რომელიც დაცვით ფუნქციებსაც შეასრულებს.

საყრდენის პოზიციაზე ბავარიელები მარტინ ზუბიმენდისა (რეალ სოსიედადი) და ჟოაუ პალინიას (ფულემი) განიხილავენ.

"ფულემის" პორტუგალიელ ნახევარმცველთან "ბაიერნი" ზაფხულში ძალიან ახლოს იყო. ჟოაუ კლუბის ბაზას ეწვია და ფორმასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ის უნდა იყოს, რომ "ალიანც არენას" ბინადრებს ხვიჩა კვარაცხელიაც დაუკავშირეს. მიუნხენური გრანდი "ნაპოლის" 22 წლის შემტევზე დაკვირვებას აგრძელებს და მისთვის ბრძოლას 2024 წლის ზაფხულში გეგმავს.

ცნობისთვის, ESPN-მა დღეს შეგვატყობინა, რომ კვარათი ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. რამდენიმე დღის წინ გაიჟღერა "პარი სენ ჟერმენის" სახელმაც.

FACEBOOK კომენტარები