როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
გამომდინარე აქედან, ახალგაზრდა ფეხბურთელზე ევროპის გამორჩეული გუნდებიდან ინტერესი გაიზარდა.
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქოჩორაშვილის შეძენით “ვილიარეალი”, “ტორინო” და “ლაციო” ინტერესდებიან.
“ლევანტეს” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5 მილიონიან შეთავაზებას მიიღებენ.
ცნობისთვის, გიორგის გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.