• 17-07-2023
    ჩაკვეტაძეს რუსეთიდან მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ფეხბურთელი
    ჩაკვეტაძეს რუსეთიდან მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ფეხბურთელი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის “მეცში” ტრანსფერი შეფერხდა.

    ამავდროულად, რუსულ სააგენტოები აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძის შეძენა მოსკოვის “დინამოს” სურს.

    ამ თემასთან დაკავშირებით გიორგის აგენტმა როჯერ ჰენროტაიმ ისაუბრა:

    “დიახ, გავიგე, რომ მოსკვოის და ამის გიორგის შეძენა უნდა. ამის შესახებ ჩემმა პარტნიორმა მითხრა, თუმცა დარწმუნებული ვარ იქ არ გადავა, რადგან სხვა ვარიანტებიც აქვს”. - განაცხადა ჩაკვეტაძის აგენტმა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” საკუთრებაა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ქართველი ფეხბურზტელი ბელგიაში დარჩენას არ აპირებს.

    Facebook კომენტარები