• 01-05-2022
    პრევიუ | ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე
    პრევიუ | ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე

    ხვალ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი საშეჯიბრო დღე გაიმართება.


    ტურნირის ბოლო დღეს მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.


    90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე პირველ წრეში ფინელ სპორტმენს დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში ახალგაზრდა ქართველის მეტოქე 1/4 ფინალში დიდი ალბათობით ნოელ ვანტ ენდი იქნება.


    ტატამის დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანი უბრუნდება. კაპიტანი პირველ წრეში დაისვენებს, 1/8 ფინალში კი მისი მეტოქე მატიას მადსენსა და კარლ-რიჩარდ ფრეის შორის გამარჯვებული იქნება.


    ვარლამთან ერთად 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენი პირველ წრეში დაისვენებს, 1/8 ფინალში კი მისი მეტოქე სედრიკ ოლივერსა და ელმარ გასიმოვს შორის გამარჯვებული იქნება.


    +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი გურამ თუშიშვილი გახლავთ. გამოცდილი სპორტსმენი პირველ შეხვედრას გერმანელ ძიუდოისტთან ჩაატარებს, წარმატების შემთხვევაში გურამის მეტოქე 1/4 ფინალში დიდი ალბათობით როი მეიერი იქნება.


    +78 კილოგრამ კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში მარიტ კამპს დაუპირისპრდება, წარმატების შემთხვევაში ახალგაზრდა ძიუდოისტის მეტოქე 1/4 ფინალში სანდრა იაბლონსკიტესა და ასია ტავანოს შორის გამარჯვებული იქნება.


    ცნობისთვის, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები