• 31-07-2023
    ამ შემთხვევაში კვარაცხელიამ რა უნდა ქნას? - “ნაპოლის” ქომაგები ტრანსფერს ითხოვენ
    ამ შემთხვევაში კვარაცხელიამ რა უნდა ქნას? - “ნაპოლის” ქომაგები ტრანსფერს ითხოვენ

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ქომაგები სოციალურ ქსელში აქტიურად მოითხოვენ ფედერიკო კიეზას ტრანსფერს.

    ამ თემასთან დაკავშირებით იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარელიომ თავისი მოსაზრება გააჟღერა:

    “სოციალურ ქსელებში ვხედავ, რომ გულშემატკივრები ფედერიკო კიეზას ტრანსფერს დაჟინებით მოითხოვენ. კიეზას ტრანსფერის მოთხოვნა ნიშნავს, რომ გულშემატკივრები საქმეში ჩახედული არ არიან. იუვეს მოთამაშე 7 მილიონ ხელფასს ითხოვს. თუ დე ლაურენტისი გაგიჟდება და მის ტრანსფერს განახორციელებს, შემდეგ რას გააკეთებს კვარაცხელია? ცხადია, ამ დროს მისი ხელფასიც უნდა გაიზარდოს! კიეზა ერლინგ ჰოლანდი არ არის. კიეზას ნაპოლიში ტრანსფერი თითქმის წარმოუდგენელია და ვისაც ფედერიკოს იუვეში ტრანსფერი სურს შეშლილია”. - განაცხადა კიარელიომ.


    Facebook კომენტარები