• 09-06-2023
    გვარდიოლა: "ფინალის შედეგს ისტორია არ განსაზღვრავს"
    გვარდიოლა: "ფინალის შედეგს ისტორია არ განსაზღვრავს"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სტამბოლში, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის სახელობის არენაზე ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდებიან.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სიტიზენთა" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    "აქ ორი წლის წინაც ვიყავით, მაგრამ სიტუაცია მაშინ განსხვავებული იყო. მაქსიმუმს გავიღებთ. ფინალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევი კონკრეტულ 95 წუთში. ეს ისტორიას არ ეხება.

    მეტოქეზე უკეთესები უნდა ვიყოთ - მნიშვნელობა არ აქვს, ჯგუფური ეტაპია, ასოციაციის თასი თუ პრემიერ ლიგა... ამ თამაშში უკეთესები უნდა ვიყოთ.

    იმედია, იმაზე უკეთ შევუტევთ, ვიდრე ეს ბოლოს გამოგვივიდა. გვინდა, რომ მატჩი განსხვავებულად დასრულდეს. მეტოქეს საქმისადმი მიდგომაში უნდა ვაჯობოთ. ბურთიანად თუ უბურთოდ, ფოკუსირება გვმართებს," - განაცხადა გვარდიოლამ.

    შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2021 წელსაც იყო. პორტუში გამართულ დაპირისპირებაში "ქალაქელები" ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდნენ.

    "სიტისა" და "ინტერის" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები