• 14-08-2023
    "ღობეზეც ბევრი რამაა დაწერილი და რა" - კონსტანტინ მარადაშვილის მამა საქართველოს ნაკრებში თამაშზე
    "ღობეზეც ბევრი რამაა დაწერილი და რა" - კონსტანტინ მარადაშვილის მამა საქართველოს ნაკრებში თამაშზე

    როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში დაბადებულ-გაზრდილ, კონსტანტინე მარადაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში მოუნდა, ინფორმაციას "Geo Team" ავრცელებს.

    ამ ფაქტს ქართველებისგან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან თავის დროზე მისმა ოჯახმა საქართველში თამაში უარყო და ახლა, როდესაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზიდან მოკვეთილია მათ სხვა გზა არ აქვთ.

    კრიტიკის საპასუხოდ კნსტანტინის მამამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემას კომენტარი გააკეთა:

    "თუ რაღაც იქნება, თქვენ ამას პირველები გაიგებთ. რაში გჭირდებათ კითხვის დასმა? ღობეზეც ბევრი რამაა დაწერილი და რა?", - განაცხადა კობა მარადიშვილმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები