01-07-2022

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელია

ავტორი
დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა!
საქართველოს ნაკრების 21 წლის ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნეაპოლურმა გუნდმა 21 წლის ქართველი ტალანტი ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი აპრილში მოაგვარა.
ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას მოსკოვის "ლოკომოტივი" და ყაზანის "რუბინიც" მიიღებენ.
სასიამვნოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ცნობისთვის, 21 წლის ქართველმა ტალანტმა ბათუმის "დინამოში" ჩატარებულ 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Welcome Khvicha 👋
— Official SSC Napoli (@sscnapoli) July 1, 2022
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/f9WjK8huGB
ტეგები:
Facebook კომენტარები