• 15-09-2023
    "ბარსელონა" არტურ ვერმეერენით დაინტერესდა
    "ბარსელონა" არტურ ვერმეერენით დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" რადარზე არტურ ვერმეერენი გამოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ჟორდი ბატალია ავრცელებს.

    წყაროს თანახმად, "ანტვერპენის" საყრდენი ნახევარმცველით სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებულნი.

    18 წლის ფეხბურთელს ბელგიური კლუბი 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.

    "ბლაუგრანას" ვერმეერენის საქმეში ხილვის კარგი შანსი 19 სექტემბერს მიეცემა, როცა "ანტვერპენი" ბარსელონაში ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს. ბელგიაში გუნდები ერთმანეთს 13 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

    არტურმა ახალ სეზონში უკვე 8 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება. მან თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები