• 25-09-2023
    "ამის მეორედ გამეორებას აღარ ვაპირებ" - გარსიას კომენტარი ოსიმენის რეაქციასთან დაკავშირებით
    "ამის მეორედ გამეორებას აღარ ვაპირებ" - გარსიას კომენტარი ოსიმენის რეაქციასთან დაკავშირებით

    მოგეხსენებათ. "ნაპოლიმ" სერა ა-ს მე-5 ტურში "ბოლონიასთან" ფრე ანგარიშით 2:2 ითამაშა.

    მატჩში ყველაზე დიდი ყურადღება, ვიქტორ ოსიმენმა მიიპყრო, რომელსაც მის 86-ე წუთზე შეცვლაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა.

    "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნე;ს, რუდი გარსიას ამასთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჰკითეს მან კი ასეთი პასუხი გასცა:

    "მსგავსი ფაქტის შესახებ მე უკვე ერთხელ დავაფიქსირე აზრი და მეორედ გამეორებას აღარ ვაპირებ. როდესაც ვინმეს ასეთი რეაქცია აქვს, ეს მიანიშნებს, რომ ის გახარებული არ არის, მაგრამ მე მყავს გუნდი, მყავს შემადგენლობა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო." - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები