• 01-10-2023
    დეკუს მოსკარდოს "ბარსელონაში" წაყვანა უნდა
    დეკუს მოსკარდოს "ბარსელონაში" წაყვანა უნდა
    Author of the article
    Aa

    დეკუს "ბარსელონაში" გაბრიელ მოსკარდოს მიყვანა სურს, - იუწყება ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა.

    "ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს სჯერა, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს გუნდისთვის შესაფერისი პროფილი აქვს.

    დეკუ "კორინთიანსის" ფეხბურთელის შეძენას მომდევნო ზაფხულს აპირებს.

    პორტუგალიელი ზუსტად ისევეა მომართული გაბრიელის დამატებისკენ, როგორც ეს ვიტორ როკეს შემთხვევაში გახლდათ. როკეს ტრანსფერი დეკუმ გაჩარხა, ამიტომ წარმატების იმედი აქაც უნდა ჰქონდეს.

    შეგახსენებთ, რომ მოსკარდო 18 წლის საყრდენი ნახევარმცველია. მისით ევროპის რამდენიმე გრანდია დაინტერესებული.

    ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, "კორინთიანსი" მოსკარდოს 30 მილიონ ევროდ დააფასებს.

    Facebook კომენტარები