• 02-10-2023
    ოსიმენმა გადაწყვიტა, ის "ნაპოლიში" აღარ დარჩება - რას იზამს კვარა
    ოსიმენმა გადაწყვიტა, ის "ნაპოლიში" აღარ დარჩება - რას იზამს კვარა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენსა და "ნაპოლის" შორის მომხდარი ამბის შემდეგ, ნიგერიელი თავდამსხმელის მომავალი ბურუსით მოიცა.

    ნიგერილი შემტევის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ჭორები ვრცელდებოდა. დღეს კი ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    იწერება, რომ 24 წლის შემტევმა გადაწყვეტილება მიიღო გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

    მიუხედავად ვიქტორისა განცხადებისა, სადაც მან "პარტენოპეისადმი" სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცა, იგი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს. 

    აქვე უნდა ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და ქართველის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი.

    ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ რომელ კლუბებში ვიხილავთ ნეაპოლელთა შემტევ დუეტს "პარტენოპეის" შემდეგ.

    Facebook კომენტარები