• 28-10-2023
    გაირკვა! - როგორია გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა
    გაირკვა! - როგორია გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “აიაქსის” 22 წლის მოთამაშე, გიორგი მიქაუტაძე გაციებული იყო, რის გამოც გუნდს ვერ ეხმარებოდა.

    ამსტერდამული გუნდის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰედვიგეს მადურომ მედიასთან გიორგის მდგომარეობაზე ისაუბრა:

    “გიორგიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და თავს გაცილებით კარგად გრძნობს”. - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

    შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიქაუტაძე 29 ოქტომბერს პსვ-ს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

    ცნობისთვის, მიქაუტაძე “აიაქსს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა სამწუხაროდ, ახალ გუნდში არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

    Facebook კომენტარები