• 27-04-2024
    ფეხბურთელების გინება პირდაპირ ეთერში - კომენტატორმა მარადიშვილი და ქუთათელაძე უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
    ფეხბურთელების გინება პირდაპირ ეთერში - კომენტატორმა მარადიშვილი და ქუთათელაძე უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

    რუსეთის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ნიჟნი ნოვგოროდისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" მატჩი შედგა.

    აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის კომენტატორმა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იგორ კორნეევმა "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელები ნიკოლოზ ქუთათალაძე და კონსტანტინე მარადიშვილი პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

    "ქუთათელაძემ უხეიროდ დაარტყა ცაციათი. ის უკვე მკვდარი იყო! ის უკვე დაიღალა. შეხედეთ მას - არ მესმის, ეს ბიჭი რას აკეთებს.

    "ეს გუნდი კონსტატნინე მარადიშვილით გაძლიერდა, სასაცილოა, ძალიან სასაცილოა", - ამბობდა კომენტატორი.

    აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ კომენტატორმა ფეხბურთელი დედის გინებითაც მოიხსენია, რაზეც კობა მარადიშვილმა (მოთამაშის მამა) მედიასთან ისაუბრა.

    "ასეთ ადამიანებს ტელეარხზე მუშაობის უფლებას ვინ აძლევს? რასაც ის ჩემს შვილსა და სხვა მოთამაშეებზე ამბობს, უცოდნირობაა.

    "რატომ საუბრობენ და იყენებენ ასეთი ადამიანები უცენზურო სიტყვებს მთელ ქვეყანაში", - თქვა კობა მარადიშვილმა.

    Facebook კომენტარები