• 30-10-2023
    "იღბალმა კვარას ბოლო მომენტისას ზურგი გვაქცია" - გარსიას კომენტარი მატჩის შემდეგ
    "იღბალმა კვარას ბოლო მომენტისას ზურგი გვაქცია" - გარსიას კომენტარი მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცეხლიას "ნაპოლიმ" სერი ა-ს მეათე ტურში "მილანთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

    მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა,, რუდი გარსიამ მატჩის შეაფასა:

    "როდესაც მარცხდები, შეხვედრის ფრედ დასრულება ყოველთვის უკეთესია. გუნდის რეაგირება მომეწონა. ცოტა იღბალიც გვჭირდებოდა, რომელმაც კვარას ბოლო შანსისას ზურგი გვაქცია. გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ "მილანი" შესანიშნავი გუნდია. კომპლიმენტები ბიჭებს"

    "რა შევცვალე შესვენებაზე? შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე კიდევ ერთი თავდამსხმელი შევუშვი, რათა უფრო მაღლა გვეთამაშა და პრესინგი გვქონოდა. გარემარბები ნახევარმცველებს უნდა დაეხმარონ და "კვარა" და პოლიტანო კარგები იყვნენ. ამ გუნდს აქვს სურვილი და სიამაყე, რაც მომწონს"

    "პოლიტანო მომწონს, რადგან ძალიან ჭკვიანია. დი ლორენცოსთან ძლიერი კავშირი აქვს. წელს საკუთარი თავის დაიჯერა და ეს დაუფასდა. გადამწყვეტი გახდა არა მხოლოდ თამაშის წარმართვისას. მასსავით თამაში სხვებმაც უნდა ისწავლონ. ბევრს მუშაობს და არ უნდა ჩაეძინოს"

    "რასპადორის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მარჯვნივაც კი. რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ოსიმენის დაბრუნებას ველით, აგრეთვე ანგისას ფორმაში ჩადგომას. როდესაც გუნდში მოვედი, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რამდენიმე სხვადასხვა სისტემით კარგად უნდა ითამაშონ", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები