• 02-11-2023
    “ბარსელონას” ზუბიმენდის დამატება სურს
    “ბარსელონას” ზუბიმენდის დამატება სურს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” გასულ ზაფხულს “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა მოთამაშის, მარტინ ზუბიმენდის შეძენით ინტერესდებოდა, თუმცა გუნდმა მისი დამატება ვერ შეძლო.

    23 წლის ფეხბურთელმა “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც იმის მაუწყებელი გახდა, რომ ის კატალონიურ გუნდში აღარ გადავიდოდა.

    გავლენიანი ესპანური გამოცემა, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესი მაქსიმალურად ეცდება, რომ 2024 წლის ზაფხულში ხელმძღვანელობას ზუბიმენდი აყიდინოს.

    საბოლოო ჯამში, ყველაფერი Fair Play-ის წესებზეა დამოკიდებული, თუ “ბარსელონას” იმ დროისთცის კარგი ფინანსური სიტუაცია ექნება ფეხბურთელის შეძენას მოახერხებს.

    Facebook კომენტარები