• 12-11-2023
    რუდი გარსიას აგდებენ? - ნაპოლიში ემპოლისთან მარცხის შემდეგ დიდი ამბები დატრიალდა
    რუდი გარსიას აგდებენ? - ნაპოლიში ემპოლისთან მარცხის შემდეგ დიდი ამბები დატრიალდა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა- მე-13 ტურის შეხვედრაში შინ “ემპოლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

    აღნიშნული მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” თავჯაცის, რუდი გარსიას სკამი შეირყა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის გათავისუფლებას განიცდის.

    იტალიური გუბდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მოედანი საფინალო სასტვენამდე დატოვა.

    დე ლაურენტისი რუდი გარსიას ჯერ კიდევ 1 თვის წინ გაესაუბრა, მას შემდეგ გუნდის პროგრესი ნაკლებად გამოჩნდა და სწორედ ამიტომ შესაძლოა “ემპოლისთან” მატჩი ფრანგი მწვრთნელისთვის ბოლო ყოფილიყო.

    Facebook კომენტარები