• 14-11-2023
    გაბრიელ სიგუა ტრავმის გამო სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს!
    გაბრიელ სიგუა ტრავმის გამო სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს!

    როგორც მოგეხსენებათ, ნოემბრის სანაკრებო მატჩები მოახლოვდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 16 ნოემბერს შოტლანდიას დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი ესპანეთსს შეხვდება.

    სამწუხაროდ, “ჯვაროსნებს” აღნიშნულ მატჩებში 18 წლის გაბრიელ სიგუა ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმა მიიღო.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს “ბაზელის” ახალგაზრდა მოთამაშე. ასევე უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას სანაკრებო განაცხადში.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები