• 16-11-2023
    თითქმის გამოირიცხა! - მიქაუტაძე “მეცში” აღარ დაბრუნდება
    თითქმის გამოირიცხა! - მიქაუტაძე “მეცში” აღარ დაბრუნდება

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსში” გადასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს უფრო და უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.

    აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ “მეცი” 23 წლის ქართველ ფეხბურთელს იჯარის წესით დაიბრუნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თითქმის შეუძლებელია.

    “მეცის” გენერალურმა დირექტორმა, ელენ შრუბმა RL Sports-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მიქაუტაძის ზამთარში გადმობირება თითქმის შეუძლებელი იქნება:

    “არსებობს ორი შესაძლებლობა. ან პსჟ-ს მსგავსად მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვს, ან დაბალი ბიუჯეტი გაქვს და გუნდში ვერ ახერხებ კონკურენტუნარიანი მოთამაშეების მოყვანას და ავარჯიშებ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც მწვერვალს 3-4 წელში მიაღწევენ.

    გულშემატკივრების მესმის. როცა მიქაუტაძის თამაშს უყურებ, გინდა, რომ ის გუნდში ათი წელი დარჩეს. სამწუხაროდ, ეს სისულელეა. საფრანგეთში არცერთ კლუბს ტრანსფერების გარეშე დაბალანსებილი შემადგენლობა არ ეყოლება. საფრანგეთის თითქმის ყველა გუნდი ტალანტების შემქმნელია, რომლის გაყიდვაც გვიწევს”. - განაცხადა შრუბმა.

    ცნობისთვის, “აიაქსში” წასვლამდე გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები