• 20-11-2023
    ოფიციალურად! - ხვიჩა კვარაცხელია პლეი-ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს
    ოფიციალურად! - ხვიჩა კვარაცხელია პლეი-ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ესპანეთს ესტუმრა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისის მომტანი გამოდგა.

    ხვიჩამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

    მართალია გუნდი ამ ეტაპამდე ერთა ლიგიდან მოვიდა, თუმცა ლუქსემბურგთან შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში იმართება, რის გამოც ხვიჩა ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება.

    ცნობისთვის, ზემოხსენებული დაპირისპირება მარტში გაიმართება. ფინალში გასვლის შემთხვევაში ხვიჩა ჩვენი გუნდის დახმარებას შეძლებს.

    Facebook კომენტარები