• 25-12-2023
    ლუქსემბურგის ნაკრები პლეი-ოფის შეხვედრისთვის ძლიერდება!
    ლუქსემბურგის ნაკრები პლეი-ოფის შეხვედრისთვის ძლიერდება!

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის ჩაწარება მოუწევს.

    საგულისხმოა, რომ მეტოქე გუნდმა ამ უმნიშველოვანესი შეხვედრისთვის გაძლიერება გადაწყვიტა.

    გავლენიანი სააგენტოს RTl-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის ნაკრების მაისურით, შესაძლოა, დანი მოტამ იასპარეზოს.

    აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელი სერია ა-ს ისტორიული გუნდის, “მონცას” ღირსებას იცავს. ახალგაზრდა მოთამაშეს “იუვენტუსის” აკადემიაში თამაშის გამოცდილება აქვს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ დანი მოტას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია, მას მხოლოდ ასაკობრივ ნაკრენში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამარტივებს საქმეს ლუქსემბურგელებისთვის.

    მართალია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა უდიდესი ალბათობით, პორტუგალიაში, ემიგრანტების ოჯახში დაბადებული დანი მოტა მშობლიური ნაკრების მაისურით ითამაშებს.

    ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მიუხედავად მძიმე დანაკლისისა, საქართველოს ნაკრები ოცნების ახდენისთვის ბოლომდე იბრძლებს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეეცდება.

    Facebook კომენტარები