02-02-2024
უარი “ბარსელონას” - ლუკას ბერგვალი “ტოტენჰემში” ითამაშებს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" 17 წლის შვედ ფეხბურთელს, ლუკას ბერგვალს იმატებდა.
როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერგვალმა გადაწყვეტილება შეიცვალა და "ტოტენჰემს" მიაშურა.
საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერში დეიან კულუსევსკიმ ლომის წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, ლუკას ბერგვალმა გასულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ტეგები:
Facebook კომენტარები