• 06-12-2022
    როგორ დაემშვიდობა იაპონიის ნაკრების თავკაცი მუნდიალს: "ჩვენ ესპანეთსა და გერმანიას მოვუგეთ"
    როგორ დაემშვიდობა იაპონიის ნაკრების თავკაცი მუნდიალს: "ჩვენ ესპანეთსა და გერმანიას მოვუგეთ"
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, იაპონიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. "ლურჯმა სამურაიმ" მერვედფინალში ხორვატიასთან ძირითად დროში ერთი გოლი გაიტანა და ერთიც გაუშვა, პენალტების სერიაში კი თითქმის უშანსოდ, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


    მატჩის შემდეგ აზიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ მცირე კომენტარი გააკეთა.


    "ცხადია, მიღებული შედეგი ჩვენთვის სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ. მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე მათ ღირსეული გამოსვლა ჰქონდათ. ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება.


    მართალია, რომ მუნდიალის მეოთხედფინალს ვერ ვუწიეთ, თუმცა გზად ესპანეთსა და გერმანიას მოვუგეთ. ისინი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები არიან და იაპონელთათვის მათი დამარცხება ძალიან ბევრს ნიშნავს. 


    იაპონიას შეუძლია, რომ მსოფლიოს მთავარ ასპარეზზე დიდი გამარჯვებები მოიპოვოს," - თქვა მორიასუმ.


    შეგახსენებთ, რომ იაპონელები E ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. ჯგუფში მათ გერმანიასა (1:0) და ესპანეთს (2:1) მოუგეს, ხოლო კოსტა რიკასთან (1:2) დამარცხდნენ.


    რაც შეეხება ხორვატიას, მეოთხედფინალში ბალკანელები ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები