• 23-06-2023
    ვარსკვლავური ტრანსფერი! - გიორგი კვერნაძე სერია A-ში მიდის
    ვარსკვლავური ტრანსფერი! - გიორგი კვერნაძე სერია A-ში მიდის

    20 წლის ქართველი მოთამაშე, გიორგი კვერნაძე მომდევნო სეზონში ბათუმის “დინამოდან” იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

    გავლენიანი იტალიური სააგენტოს Di Marsio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან “ფროზინონეში” ითამაშებს.

    საგულისხმოა, რომ “ფროზინონე” გასულ სეზონში სერია B-ში პირველ ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ჩემპიონატში, სერია A-ში იასპარეზებს.

    ცნობისთვის, კვერნაძემ ბათუმის “დინამოს” მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

    Facebook კომენტარები