• 21-02-2024
    არნაუტოვიჩი: "ატლეტიკოსთან" გოლი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია"
    არნაუტოვიჩი: "ატლეტიკოსთან" გოლი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია"
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერი" მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგობის გატეხვას მატჩის 79-ე წუთამდე ვერ ახერხებდა, მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, თუმცა "შავ-ლურჯებს" მხსნელად მარკო არნაუტოვიჩი მოევლინათ, რომელმაც ლაუტარო მარტინესის გაცუდებული მომენტი მატჩის ერთადერთ გოლად აქცია.

    ვეტერან ავსტრიელს თუ დავუჯერებთ, წუხელ მან კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოლი გაიტანა.

    "რთული პერიოდი მაქვს და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ამ ჯერზეც ცუდად დასრულდებოდა. საბედნიეროდ, ბურთი კარში შევიდა...

    ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლია და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ბედნიერი ვარ გუნდისა და ჩემი ოჯახის გამო, რომელიც ტრიბუნიდან მქომაგობდა," - თქვა მარკომ.

    არნაუტოვიჩი "ინტერნაციონალეს" ზაფხულში შეუერთდა, თუმცა კარგი თამაშით თავი დიდად ვერ დაგვამახსოვრა. გუშინდელ შეხვედრაშიც მან ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაატანა ქარს, თუმცა გოლის გატანით თავისი შეცდომა გამოასწორა.

    მიმდინარე სეზონში 34 წლის ფორვარდის მონაგარი 4 გოლი და 3 ასისტია. მარკუს ტურამის ტრავმა ნიშნავს, რომ მას შანსი "ვანდა მეტროპოლიტანოზეც" უნდა მიეცეს.

    აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკოსა" და "ინტერის" განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს შედგება.

    Facebook კომენტარები