• 10-03-2024
    "ჩემი ბავშვობის კუმირები ეს ფეხბურთელები იყვნენ" - კახა კალაძის კომენტარი
    "ჩემი ბავშვობის კუმირები ეს ფეხბურთელები იყვნენ" - კახა კალაძის კომენტარი
    Author of the article
    Aa

    ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ გამოცემა "Radio Serie A"-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

    ყოფილმა ქართველმა მცველმა ასევე მისი ბავშვობის კუმირებზე ისაუბრა.

    "ბავშვობაში ჩემი კუმირები მარადონა და მალდინი იყვნენ. პაოლოს პოსტერი ჩემს ოთახში მქონდა გაკრული.

    "მის თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი. ცოტა ხნის წინ მილანში ვიყავი და ამ თემაზე თავად მალდინისაც ვესაუბრე.

    "ღმერთმა მომცა შესაძლებლობა პაოლოსთან ერთად მეთამაშა, ეს დიდებული რამეა, არა მარტო ვითამაშე მასთან ერთად, არამედ ყველა ტიტული მოვიგე", - თქვა კალაძემ.

    Facebook კომენტარები