• 26-01-2023
    გვარდიოლა: "არტეტას ისე უყვარს "არსენალი", როგორც მე - "ბარსელონა"
    გვარდიოლა: "არტეტას ისე უყვარს "არსენალი", როგორც მე - "ბარსელონა"
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი კოლეგის, მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა.


    "როცა არტეტა ჩემი ასისტენტი იყო, ჩვენს ყველა გოლს იგი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტომით აღნიშნავდა. ერთადერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც იგი ამას არ აკეთებდა, "არსენალი" იყო. ყოველთვის, როცა მიკელისკენ გავიხედავდი, ის სკამზე იჯდა. მას უყვარს "არსენალი". 


    ეს იგივეა, როგორც ჩემი და "ბარსელონას" შემთხვევა. მე აქ ან სადმე სხვაგან მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რომ ვმუშაობდე და "ბარსელონა" მირეკავდეს, უმალ დავბრუნდებოდი. 


    ეს ჩემი კლუბია," - თქვა გვარდიოლამ.


    შეგახსენებთ, რომ პეპი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 2008-2012 წლებში წვრთნიდა. კატალონიურ გრანდს მან 14 ტიტული მოაგებინა.


    რაც შეეხება არტეტას, მან "სიტი" 2020 წელს დატოვა და დღეს, "მეთოფეებთან" ერთად, ამ გუნდს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით უსწრებს.

    Facebook კომენტარები