• 30-01-2023
    როგორი შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში
    [/xfgiven_playerads]
    როგორი შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში
    Aa

    იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "რომას" მძიმე ბრძოლაში მოუგო, ანგარიშით 2:1.


    ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა 75-ე წუთზე სტეფან ელ შაარავიმ გამოიჩინა თავი და წონასწორობა აღადგინა. თითქოს ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე, გადამწყვეტი ბურთი ჯოვანი სიმეონემ შეაგდო.


    შეხვედრა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა "პარტენოპეის" ქართველი ლეგიონერისთვის. მართალია, ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის ეპიზოდში ასისტი მიითვალა, თუმცა მას საკმაოდ ბევრი უზუსტობაც ჰქონდა და არც ისეთი სახიფათო გახლდათ, როგორსაც მისგან ვართ მიჩვეული.


    კვარამ მოედანზე სულ 69 წუთი გაატარა. ხვიჩას მიერ ამ დროში ნაჩვენები თამაში Whoscored-მა 6.9 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა ქართველს 6.8 ქულა დაუწერა.


    აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას მონაგარი უკვე 7 გოლსა და 8 ასისტს შეადგენს.

    Facebook კომენტარები