• 29-03-2024
    უმაგრესი ამბავი! - “მილანი” გიორგი მამარდაშვილის შეძენას უმიზნებს
    უმაგრესი ამბავი! - “მილანი” გიორგი მამარდაშვილის შეძენას უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოდ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვდა.

    ამ დიდ გამარჯვებაში ლომის წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ იასპარეზა.

    ცნობილი იტალიური სააგენტოს, Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილის შეძენით “მილანი” დაინტერესდა.

    ცნობისთვის, Transfermarkt ქართველ მეკარეს 35 მილიონ ევროდ აფასებს, “როსონერის” სწორედ ამდენი თანხის გაღება მოუწევს ქართველი მეკარის შესაძენად.

    Facebook კომენტარები