• 27-06-2023
    გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა
    გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა

    როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში “მეცის” მაისურით საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

    ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის სეზონის აღმოჩენად დასახელდა.

    გიორგი საფრანგეთის რანგით მე-2 დივიზიონში საუკეთესო იყო. 

    ქართველი მოთამაშე 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე გადაცემით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

    გიორგი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ამასთან ერთად, უკვე ის სეზონის აღმოჩენადაც დასახელდა.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის შეძენა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდებს: “იუვენტუსს”, “მილანს”, “ბარნლის” და “ვულვზს” სურთ.

    Facebook კომენტარები