• 30-06-2023
    მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ვინგერები! - რომელ ადგილს იკავებს კვარა
    მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ვინგერები! - რომელ ადგილს იკავებს კვარა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში საოცრად იასპარეზა.

    გავლენიანი გერმანული სააგენტო, Transfermarkt-ის მიხედვით, კვარას ფასმა 85 მილიონ ევროს მიაღწია.

    Transfermarkt-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვინგერების სია შემოგვთავაზა, სადაც კვარაცხელია მე-6 ადგილს იკავებს.

    ცნობისთვის, პირველ ადგილზე მადრიდის “რეალის” შემტევი ვინისიუს ჯუნიორი გახლავთ, ხუთეულში ბუკაიო საკა, ფილ ფოდენი, როდრიგო გოეში და რაფაელ ლეაუ მოხვდნენ.

    Facebook კომენტარები