• 07-06-2023
    “გაგრამ” ”თელავს” სძლია
    “გაგრამ” ”თელავს” სძლია

    ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში “გაგრა” “თელავს” ესტუმრა და ანგარიშით 0:1 იმარჯვა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ზურაბ მუსელიანი გახდა, რომელმაც თავი მატჩის 39-ე წუთზე გამოიჩინა.

    გაგა კირკიტაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, “თელავი” კი მე-10 პოზიციას იკავებს.

    ცნობისთვის, “გაგრა” მომდევნო შეხვედრას წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ ჩაატარებს, გიორგი მიქაძის გუნდი კი “სამტრედიას” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები