გათიშვა

"თბილისში სტუმართმოყვარეობა არ იციან, აი ასეთ პირობებში ვიყავით..." - რას ამბობს "მორნანრ ბარის" მთავარი მწვრთნელი "დინამოსთან" მატჩზე

"თბილისში სტუმართმოყვარეობა არ იციან, აი ასეთ პირობებში ვიყავით..." - რას ამბობს "მორნანრ ბარის" მთავარი მწვრთნელი "დინამოსთან" მატჩზე
5 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან "მორნარ ბარმა" თბილისის "დინამო" გამოთიშა.

მონტენეგროელებმა პირველი მატჩი სახლში 2:1 მოიგეს, თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე, კი "ლურჯებს" 1:1 ეთამაშნენ და ისტორიაში ევროტურნირებზე პირველად მოთამაშე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის მიმდენარეობისას ბევრი იყო პროვოკაციები როგორც ფეხბურთელების, ისე მწვრთნელების მხრიდან, რამაც სტადიონზე შეკრებილი ქართველო ქომაგის გაღიზიანება გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით, "მორნანის" მთავარმა მწვრთნელმა, ზორან დურაშკოვიჩი ისაუბრა:

"პროვოკაცია და მუქარები, ეს იყო ჩვენ მიმართ დამოკიდებულება იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში დარჩენა მოგვიწია. 2 დახურული საწვრთნელი სესიის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ 40 წუთით ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მოედანი ეგრძნოთ. როდესაც სტადიონზე მივედით, ტაბლოზე "დინამოს" სასარგებლოდ უკვე 2:0 ეწერა"

"ყვირილი და მუქარა არ წყდებოდა. ასეთ პირობებში მომზადება არ შეგვეძლო. ჩვენ "დინამოს" პოდგორიცაში პატივისცემით დავხვდით, თუმცა აქ ფეარ-პლეის და სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ