• 06-07-2023
    გიორგი აბუაშვილი თურქეთში გადადის? - საინტერესო ცნობა
    გიორგი აბუაშვილი თურქეთში გადადის? - საინტერესო ცნობა

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეორე სეზონია, რაც “პორტუს” B გუნდში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი ასპარეზობს.

    პორტუგალიური სააგენტოს, ო ჟოგოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგის თურქეთიდან მსურველი გამოუჩნდა. “ალანიასპორი” ქართველი ფეხბურთელის იჯარის წესით (+გამოსყიდვის უფლებით) დამატებას ეცდება.

    გასულ სეზონში გიორგიმ “პორტუს” B გუნდის მაისურით 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    ცნობისთვის, გიორგის პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები