• 08-07-2023
    "ინტერი" და "იუნაიტედი" შეთანხმებასთან ახლოს არიან - რა დაჯდება ონანას ტრანსფერი
    "ინტერი" და "იუნაიტედი" შეთანხმებასთან ახლოს არიან - რა დაჯდება ონანას ტრანსფერი

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ანდრე ონანას ტრანსფერს ხურავს, ინფორმაციას უამრავი სხვადასხვა სანდო გამოცემა ავრცელებს.

    როგორც ფაბრისიო რომანო წერს, "იუნაიტედი" და "ინტერი" სატრანსფერო თანხის შეთანხმებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.

    გავლენიანი ჟურნალისტის თქმით, მოსალოდნელია, რომ ონანა მომდევნო კვირის ბოლომდე გახდება "მანჩესტერის" ფეხბურთელი.

    "წითელი ეშმაკები" კამერუნელი მეკარის სანაცვლოდ დაახლოებით 43 მილიონ გირვანქას გადაიხდიან ბონუსების ჩათვლით.

    კლუბი უკვე შეუთნხმდა ონანას 4-წლიან პირად კონტრაქტზე, 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.

    Facebook კომენტარები