ხვიჩას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა! - რა დათმობაზე მიდის "პსჟ" ხვიჩას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა! - რა დათმობაზე მიდის "პსჟ" » Footballnews ხვიჩას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა! - რა დათმობაზე მიდის "პსჟ"
გათიშვა

ხვიჩას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა! - რა დათმობაზე მიდის "პსჟ"

ხვიჩას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა! - რა დათმობაზე მიდის "პსჟ"
10 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

ბოლო დროს "ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა.

ამჯერად ახალ ცნობებს ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ ქართველი თავდამსხმელის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

როგორც ირკვევა, "პარის სენ-ჟერმენი" მზადაა, რომ ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო და პლუს ამას რანდალ კოლო მუანი იჯარით დათმოს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს წინადადება დე ლაურენტისმა დაბოლოკა, ვინაიდან ის კვარას სანაცვლოდ მინიმუმ 120-130 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ