"დემბელესგან ამ თვისებას ავიღებდი" - ხვიჩა კვარახელიას კომენტარი "დემბელესგან ამ თვისებას ავიღებდი" - ხვიჩა კვარახელიას კომენტარი » Footballnews "დემბელესგან ამ თვისებას ავიღებდი" - ხვიჩა კვარახელიას კომენტარი
გათიშვა

"დემბელესგან ამ თვისებას ავიღებდი" - ხვიჩა კვარახელიას კომენტარი

"დემბელესგან ამ თვისებას ავიღებდი" - ხვიჩა კვარახელიას კომენტარი
53 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ხვიჩა კვარაცხელიამ უსმან დემბელეზე ისაუბრა და ფრანგი თანაგუნდელის შესაძლებლობები გამოარჩია. 

ქართველი ფეხბურთელის თქმით, დემბელეს ორივე ფეხით თამაში და ბურთის კონტროლი განსაკუთრებულია.

„როცა აქ მოვედი, ყველაფერი მოვიგეთ და უსმანმა „ოქროს ბურთი“ მოიგო, ვუთხარი, რომ აქ იმისთვის მოვედი, რათა მას „ოქროს ბურთისა“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი.

"მისი ძლიერი ფეხი? მგონი, ეს ღმერთმაც კი არ იცის. მისი რომელი თვისება მინდა, რომ მქონდეს? ორივე ფეხით თამაშის უნარი, ბურთის შენარჩუნების და მასთან ერთად აჩქარების უნარი. 

"მსგავსი რამ აქ მოსვლამდე არასდროს მინახავს. მისი ტალანტი სხვა დონეზეა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.


გირჩევთ