ხვიჩას შემცვლელი გამონჩდა?! - პსჟ-ს საინტერესო ვარიანტი აქვს ხვიჩას შემცვლელი გამონჩდა?! - პსჟ-ს საინტერესო ვარიანტი აქვს » Footballnews ხვიჩას შემცვლელი გამონჩდა?! - პსჟ-ს საინტერესო ვარიანტი აქვს
გათიშვა

ხვიჩას შემცვლელი გამონჩდა?! - პსჟ-ს საინტერესო ვარიანტი აქვს

ხვიჩას შემცვლელი გამონჩდა?! - პსჟ-ს საინტერესო ვარიანტი აქვს
1 საათის და 27 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესტევაო ვილიანი პარის სენ-ჟერმენში იჯარით გაუშვას. 

ბრაზილიელი გარემარბით პარიზული კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ დაინტერესდა.

TEAMtalk-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ ფეხბურთელის გაშვებას მხოლოდ გარკვეული პირობებით დათანხმდება: იჯარა გამოსყიდვის უფლების გარეშე უნდა გაფორმდეს, პსჟ-მ ფეხბურთელის ხელფასი სრულად დაფაროს და ესტევაოს სათამაშო დროის გარანტიები ჰქონდეს.

19 წლის ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. მიმდინარე სეზონში მას პრემიერ ლიგაში მხოლოდ 47 წუთი აქვს ნათამაშები და „ლივერპულთან“ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მიუხედავად ჟოაო პედროსა და კოულ პალმერის არყოფნისა.

თუმცა, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ესტევაოს იანვარში გაშვებაზე საუბარი არ მიმდინარეობს და ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს მომავალშიც გამოადგება. შესაბამისად, პსჟ-ში შესაძლო გადასვლა ამ ეტაპზე მხოლოდ მედიაში გავრცელებული ვარიანტია.


გირჩევთ